კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ნასოფლარი აგეურთა
სარეგისტრაციო ნომერი:
23068
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სამოსახლო/ურბანული; საცხოვრისი,სათავდაცვო /ციხე-სახლი
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სხვა,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღების დიაპაზონი:
XV-XVII


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახმეტა
დასახლებული პუნქტი:
შენაქო


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
აგეურთა პირიქითა თუშეთის თემის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი დასახლებაა, რომელიც, თავისთავად, ახლოს მდებარეობს ჩრდილოკავკასიური სასაზღვრო ზოლის კულტურულ არეალთან, რამაც, რეალურად განაპირობა კიდევაც აქტიური სოციალური-ყოფითი ურთიერთობები მოცემულ რეგიონთან, რაც ისტორიის მანძილზე ხშირ დაპირისპირებასა და ჩრდილოკავკასიური მოსახლეობის აქტიურ თავდასხმებსა და ძარცვაში გამოიხატა. დასახლება, კლდოვანი ფერდის დამრეც რელიეფზეა გაშლილი. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული სოფელიც და, საზოგადოდ, თუშეთის დასახლებათა ძირითადი ნაწილიც განთავსების არეალის სირთულით ხასიათდება - მუდმივსაცხოვრებელი სამოსახლოები, რომელიც სადღეისოდ სრულადაა დაცლილი, განსაკუთრებულად რთულ რელიეფურ ქსოვილშია მოხვედრილი, რასაც, ცხადია, თავისი, არაერთი, მიზეზი აქვს - მათ შორის კი უპირველესი, რაღა თქმა უნდა, თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა გახლავთ. უსაფრთხოებამ და მასზე ფიქრმა, ისტორიულად ჩამოყალიბებულმა რთულმა პირობებმა, რომელზე მორგებასაც საცხოვრისთა შესაბამისი გააზრება სჭირდებოდა, მოგვცა ნაგებობათა, ციხე-სახლთა და დასახლებათა, ციხე-სოფელთა ის უნიკალური ტიპი, რომლის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითსაც სოფელი აგეურთა წარმოადგენს. რელიეფის სირთულით, სოფლის განაშენიანების ძირითადი სტრუქტურითა და ნაგეობათა არიტექტურულ-კონსტრუციული გადაწყვეტიდ აგეურთა სრულად შეესაბამება თუშეთისათვის სახასიათო ციხე-სოფელთა უნიკალურ მოცემულობას. სოფელი აგეურთა, რომლიც სადღეისოდ დაახლოებით 25- მდე ნაგებობას თუ ნანგრევს ითვლის, მკვეთრად დამრეც რელიეფზეა განვითარებული, თუმცა მასთან მისასვლელი გზა, განსხვავებით თუშეთის ციხე-სოფელთა უმეტესობისგან, ზედა მონაკვეთიდან გვხვდება. ბორცვის შუა წელზე შევყავართ გზას, რომელიც ორ ნაწილად ჰყოფს დასახლებას - სავარაუდოა, რომ მოცემული ჭრა, რომელიც გზის ნაწილის შემოყვანით ხორციელდება ახალი მოცემულობაა, რაც ისტორიულად ძეგლის ნაწილს არ წარმოადგენდა. თუკი მხედველობაში მივიღებთ, რომ არსებული გზა, თავის დროზე, სოფლის მოქმედ მდგომარეობაში ყოფნისას, არ არსებობდა, მაშინ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ განსახლებას რაიმე გამორჩეული დაყოფა არ გააჩნდა - ის რელიეფზე ერთგავროვნად იყო გაშლილი, ყოველგვარი დომინანტებისა და ცენტრის გარეშე. აღსანიშნავია, რომ სადღეისოდ არსებული ვითარების გათვალისწინებით მოინიშნება, ერთგავრი, დომინანტები, თუმცა ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ იოლად შლად რელიეფზე განთავსებული სხვა ნაგებობები ჩამოშლილ-მორღვეულია. ცხადია, არაა უარსაყოფი ის გარემოებაც, რომ არსებულიყო, რაიმე სახის, დომინანტური ცენტრები, ფუნციური გადაწყვეტიდან გამომდინარე, მაგალითად სალოცავი ან სათავდაცვო დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც შესაძლოა დასახლებაში არსებულ კლდის მასივზე იყო განლაგებული, ხოლო დანარჩენი შედარებით დაბალ რელიეფზე. საერთო სახით ციხე-სოფლის განაშენიანება ერთიანობითა კონცენტრირებულობით ხასიათდება. მცირე მასშტაბზე გაშენებული დასახლება შეკრულია და ნაგებობათა განლაგებაც კვეთრად შევიწროვებულ-შემჭიდროვებული. ამის მაგალითია სოფლის ერთ-ერთ მონაკვეთში შემორჩენილი, ნაგებობათა მაკავშირებელი მცირე ბილიკები და ტერასები. სადღეისოდ შემორჩენილი ნაგებობების თვალის მიდევნებით ისეთი შტაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს სოფელი უფრო ხალვათი დასახლების ტიპი გახლდათ, რომელიც არც დიდი რაოდენობის ძეგლებს ითვლიდა და არც მათი, აგრერიგად, შევიწროვებული განაშენიანების ნიშნები იკვეთება, თუმცა ეს ყოველივე, როგორც აღინიშნა მრავალი ნაგებობის დაშლისა და განადგურების შედეგად მიღებული განცდაა და ოდესღაც არსებულ რეალობას არ შეესაბამაბა. აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემებით არ იკითხება სალოცავი, რელიგური კულტის აღმნიშვნელო ნაგებობები, რომლებიც, როგორც წესი დასახლების გამორჩეულ ადგილას ან მის სიახლოვეს მდებარეობდა. ასევე არ გვხვდება სასაფლაო აკლდამები, რომელთა არსებობაც გარდაუვალი რეალობა იყო, თუმცა ამ უკანასკნელისთვის განირჩევა დასახლების ზედა არეზე გარკვეული მონაკვეთი. შესაძლოა, დღეისათვის ძლიერ დაზიანებული სახით მოღწეული მცირე ნაგებობათა გეგმარებითი მონაცემები, რომლებიც დასახლების ყველაზე მაღალ ტერასაზეა განთავსებული, სწორედ აკლდამა-განსასვენებელთა ფუნქციის მატარებელი იყო. აღსანიშნავია, რომ დასახლება, რომელიც, რეალურად მთის ფერდობის ზედა წელზეა გაშლილი, დამატებითი თავდაცვის სისტემის ნიშნებსაც მოიცავს, რაც გამოხატულია ხეობის ზედა და ქვედა მონაკვეთებში აქა-იქ შეორცენილი მცირე კოშკების არსებობაში, რომლებიც გარდა უშუალო თავდაცვითი ფუნციისა, შესაძლოა სასიგნალო მნიშვნელობითაც იყო გამოყენებული. თავისთავად სოფელი აგეურთა, თავისი განთავსების არეალითა და საერთო გეგმარებითი გადაწყვეტით, რომელიც ძლიერ, შეკრული სახის ცოხე-სოფელს წარმოგვიდგენდა მნიშვნელოვანი ისტორიული დასახლებაა, რომლის არქქიტექტურულ-კონსტრუქციული თუ ისტორიულ-მხატვრული ღირებულებაც საკმაოდ მაღალია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com